კვლევა










მოტივაციის ამაღლების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ინგლისური ენის სწავლისადმი



პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
 გარდაბნის ლ.დევდარიანის სახ. N1 საჯარო სკოლის პედაგოგი
დიანა მანჯგალაძე
2018-2019





















სარჩევი

შესავალი  .................................................................................................   2
თავი I 
1.1   საკვლევი საკითხის მიმოხილვა       .................................................................     2
1.2 საკვლევი თემის განსაზღვრა               .................................................................     2
1.3  პრობლემის მნიშვნელობა                ....................................................................

თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა ......................................................................................      3

თავი III
1.1  კვლევის მიზანი და ამოცანები .........................................................................       7
1.2  მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, კვლევის მეთოდები    .......................        7
1.3  ინტერვენციის დაგეგმვა ...................................................................................         8
1.4  ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი .................................................     9

თავი IV
პრაქტიკული კვლევის არსი და მისი სკოლაში დანერგვა ......................................     13
მიგნებები და რეკომენდაციები.....................................................................................   14

დასკვნა .......................................................................................................    16

ბიბლიოგრაფია .........................................................................................    17
დანართი         .............................................................................................   18












2
საკვლევი საკითხის მიმოხილვა ბოლო დროს,თანამედროვე სკოლაში მწვავედ დგას პედაგოგიური პროცესის ეფექტურობის გაზრდის  პრობლემა და მეც დამაფიქრა კითხვამ: როგორ გავხადო სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური?ყველა მასწავლებელს სურს , რომ მისმა მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ, ინტერესითა და მონდომებით ეკიდებოდნენ მეცადინეობას  სკოლაში. ამაში  აგრეთვე  დაინტერესებულია მშობლების უმეტესობაც. თუმცა, მასწავლებლებიც და მშობლებიც ხანდახან სინანულით აღიარებენ: „არ უნდა სწავლა, შეუძლია უკეთ ისწავლოს, მაგრამ არ ინდომებს“. ეს ნიშნავს  რომ მოსწავლეებს არ აქვს ჩამოყალიბებული სწავლისადმი ინტერესი ან ვერ ხედავს ცოდნის მიღების საჭიროებას, მის მნშვნელობას.პედაგოგებმა ვიცით, რომ მოსწავლეს ვერ აიძულებ წარმატებით ისწავლოს თუ კი ის გულგრილია, არ აქვს დაინტერესება ცოდნის მიღებაში და ვერ აცნობიერებს მის საჭიროებას. სწორად ამიტომაც , სკოლის წინაშე ჩნდება ამოცანა ჩამოვაყალიბოთ ბავშვებში დადებითი მოტივაცია განათლების მიღებისადმი და ამით გავხადოთ ეს პროცესი უფრო ეფექტური.
     სკოლაში,  მე-6  კლასში , გამოიკვეთა შემდეგი  პრობლემა: მოსწავლეები არ გამოხატავენ ინგლისური ენის  სწავლისადმი სათანადო ინტერესს, მოიუხედავად იმისა, რომ  კლასში, გაკვეთილზე  ვცდილობ  კარგად ავუხსნა  ახალი მასალა,  ბევრი ვავარჯიშო, მოსწავლეები შემდეგ გაკვეთილზე ხშირად მოდიან მოუმზადებლად და ამას ხსნიან მიზეზით, რომ ვერ გაიგეს როგორ შეესრულებინათ საშინაო ან სხვა რაიმე  დავალება . ჩემი , როგორც პედაგოგის , მოლოდინების მიუხედავად, მოსწავლეები არ გამოხატავენ დაინტერესებას და მივიჩნევ, რომ ამის უკან სხვა მიზეზი იმალება და ეს არის  სწავლისადმი მოტივაციის დაბალი ხარისხი. ეს იწვევს რამდენიმე პრობლემას : დაბალი ხარისხის ჩართულობა გაკვეთილზე, შიში დაბალი შეფასების მიღების მიმართ და შედეგად -  სასწავლო პროცესის ეფექტიანობის დაბალი ხარისხი.
საკვლევი  თემის განსაზღვრა  აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე საკვლევ საკითხად ჩამომეყალიბებინა შემდეგი : „ ინგლისური ენის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.
წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელშიც განხილულია პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან მოსწავლეებს ინგლისური ენის  შესწავლის მოტივაციის ამაღლებაში და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
პრობლემის მნიშვნელობა  ინგლისური ენა მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ენად არის აღიარებული. იგი არის მსოფლიო დიპლომატიის და ერთა შორის კულტურის, მეცნიერების და  ბიზნესის  საკომუნიკაციო ენა.
ინგლისური ენის ცოდნა   ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ერთგვარი საშვია  სხვადასხვა სფეროში უფრო სიღრმისეული ცოდნის მიღებისთვის  და მომავალ კარიერაში წარმატების  მოპოვებისთვის. ადამიანებს სურთ ამ  ენის შესწავლა  აკადემიური თუ სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგს კი

                                                                              3

სოციალური კომუნიკაციისა ან საზღვარგარეთ მუშაობის ან მოგზაურობის დროს გამოსაყენებლად.

ლიტერატურის მიმოხილვა 
მოტივაციის პრობლემა საკმაოდ ხშირად ხდება შესწავლისა და კვლევის საკითხი. ამ პრობლემაზე დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ ზოგჯერ მასწავლებელი არ  აქცევს საკმარის  ყურადღებას მოსწავლეების მოტივაციას. გაუცნობიერებლად მივიჩნევთ, რომ რადგან მოსწავლე სკოლაში მოვიდა, ის ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ.
არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პედაგოგი იყენებს უარყოფით მოტივაციას, ანუ მოსწავლე ასრულებს დავალებებს ან მონაწილეობს რაღაც აქტივობებში მხოლოდ იმიტომ,  რომ თავი აარიდოს დასჯას, ცუდ ნიშანს ან საყვედურს. სკოლაში მისვლისთანავე ბავშვი იგებს , რომ  ახლა უკვე არ შეუძლია მოიქცეს ისე,  როგორც მას უნდა, არ შეუძლია ადგეს ან დაჯდეს როცა უნდა, დაელაპარაკოს მეგობარს და ასე შემდეგ. ასეთ დროს  მას თანდათან უყალიბდება შიში სკოლისა და  მასწავლებლის  მიმართ და აქედან გამომდინარე,  სასწავლო აქტივობა მას სიხარულს და კმაყოფილებას არ მოუტანს.
ზრდასრული ადამიანიც კი ვერ გაჩერდება ასეთ პირობებში. მოდით,  ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ ბავშვის ადგილზე: ყოველ დილით თქვენ გამოუძინებელი, დგებით  და მიდიხართ სკოლაში. ვერ გაეცი მასწავლებელს პასუხი? ის გეტყვის, რომ შენ ხარ უტვინო, ზარმაცი, დაგიწერს ორიანს. ეს დამოკიდებულება გადაედო კლასის სხვა მოსწავლეებსაც და ისინიც უკვე  გეძახიან უტვინოსა და ზარმაცს, ცუდად გექცევიან... მოსწავლემ უკვე იცის  , რომ მას სკოლაში   სიკეთე არ ელოდება, მაგრამ ის მაინც იძულებულია იაროს სკოლაში.
როდესაც ანალოგიური სიტუაცია უყალიბდება ზრდასრულ ადამიანს სამსახურში, ის მას ტოვებს, ეძებს უკეთეს პირობებს რათა მოიშოროს ნეგატიური ემოციები. მოსწავლე ამას ვერ გააკეტებს, უარყოფითი ემოციების გამო ის კარგავს ყოველგვარ ინტერესს სწავლისადმი.
რა გავაკეტოთ იმისათვის , რომ  ეს არ მოხდეს და ჩვენ ბავშვებს არ დავუკარგოთ მათთვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა  და ხალისი? როგორ დავეხმაროთ მათ სირთულეების გადალახვაში და ცოდნის მიღებაში დაინახონ სიკეთე და საჭიროება ?
რა არის მოტივაცია?  ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. პედაგოგიკასა და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ტერმინს „მოტივაცია“ იყენებენ მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართულობის, მისი სწავლის მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის აღნიშვნისთვის. მოტივაციაში იგულისხმება ის, რაც ადამიანს ამოძრავებს, აძლევს მიმართულებას, გეზს. ეს გავლენა შეიძლება მოდიოდეს როგორც პიროვნების შიგნიდან (მოთხოვნილებები, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა) , ისე გარედან (ჯილდო, შექება, სოციალური ზეწოლა, დასჯა და სხვა). იმის გათვალისწინებით თუ
                                                            4             
რა განაპირობებს ადამიანის ქცევას, განასხვავებენ შინაგან და გარეგან მოტივაციას.
შინაგანი მოტივაცია არის ტენდენცია მიღწეულ იქნეს მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ. როდესაც ჩვენ შინაგანად ვართ მოტივირებული, ჩვენთვის ნაკლებად არის მნიშვნელოვანი წახალისება და ჯილდო.
გარეგანი მოტივაცია არის შინაგანის საპირისპირო ტენდენცია, როდესაც რაღაცას  კარგი შეფასებისთვის, დასჯის თავის აცილების მიზნით, თავის კარგად წარმოჩენის, მასწავლებლის სიამოვნებისთვის ან ამოცანასთან დაკავშირებულ რაიმე სხვა მიზეზით ვაკეთებთ.
ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი აქვს  შინაგან მოტივაციას. გარდა ამისა, აღმოჩნდა , რომ სწავლის მიმართ შინაგანად მოტივირებული მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები არიან, მათ არ ეშინიათ რთული ამოცანების და მათი დაძლევის ახალი, უფრო ეფექტური გზების მუდმივ ძიებაში იმყოფებიან. გარეგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები ხასიათდებიან სირთულეების და რისკის მიმართ მკაფიოდ გამოხატული შიშით, ისინი ცდილობენ ძალისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტი მიიღონ. ბუნებრივია , ეს სტრატეგია არ არის ეფექტური რთული ამოცანების დაძლევისათვის.
თანამედროვე კვლევები ცალსახად მხარს უჭერენ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეს სწავლის შინაგანი მოტივაცია გააჩნია.მოსწავლეებს  სწავლისადმი მეტი მოტივაცია უჩნდებათ, როდესაც მათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ, მათ წინაშე მდგარი ამოცანები მათ უნარებს შეესაბამება და ისეთ ჯილდოს იღებენ, რომელიც გაკონტროლების ხასიათს არ ატარებს.
თეორეტიკოსების უმრავლესობას  მიაჩნია, რომ შინაგანი და გარეგანი მოტივები ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. მნიშვნელოვანია მასწავლებელმა წაახალისოს, განამტკიცოს მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული ქცევა, შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, რომელშიც შეცდომა , წარუმატებლობა და სირთულე, აღიქმება, როგორც მოსწავლის სწავლისა და განვითარების  თანმდევი ფაქტორები.
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის  სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგს, ასევე  მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს  მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
სწავლის მოტივაცია  სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე  მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც  სწავლის მოტივაციას განაპირობებს:


5
1.    ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით  ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებასთავსატეხს , ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი  პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც  მას ისეთი უნარები და კომპეტენციები  უვითარდება, რომლებიც ხელს უწყობს  გარემოსთან ადაპტაციასა და  შინაგანი წონასწორობის დამყარებაში.
 სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ,  როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ  არის მიმართული.  მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,  მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი  საკითხის მიმართ.  ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი  ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან  როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში.  ის გონებას მიმართავს პასიურობიდან  აქტიურობისკენ, ახალი იდეების აღმოჩენისა  და ჰიპოთეზების წარმოდგენისკენ, ახალი  მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს  კვლევა-ძიებისკენ უბიძგებს.
 სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა  აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, გამოიყენოს ისეთი  სტიმულები, რომლებიც არ იქნება  მათთვის სრულიად უცხო.  საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ  სქემასა და ახალი დავალების  სირთულეს შორის -  წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა  და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.
 მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა ა ღუძრას: პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე  ინფორმაციის მიწოდებით; რეალური ფაქტის  გაცნობამდე მასში წარმოდგენილ პრობლემურ  სიტუაციაზე მსჯელობით; ვარაუდის გამოთქმაზე  ორიენტირებული კითხვების დასმით; ახალი,  უცნობი ფაქტებით; რაციონალური და  ემოციური ფაქტორების თანხვედრით; მხატვრული  ლიტერატურისა და ცხოვრებისეული  მაგალითების გამოყენებით; ვიზუალური  და აუდიომასალით და ა.შ.
2.      თვითრწმენა
თვითრწმენა  მნიშვნელოვანი მოტივია   სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად.  იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო  პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ  შესაძლებლობებში და ეჭვი არ  უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის  მიღწევაში.
 წარმატების განცდა მოსწავლეს, აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში, რაც  თავისთავად იქცევა შინაგანი მოტივაციის  განმაპირობებელ ფაქტორად.
როგორ განვუმტკიცოთ მოსწავლეებს თვითრწმენა?

                                                                     6
 ამისთვის მასწავლებელი უნდა ფლობდეს  ინფორმაციას მოსწავლეების ცოდნის დონისა  და კომპეტენციების, სასწავლო პროცესისთვის  ხელსაყრელი თუ არასასურველი რწმენის შესახებ.  მას შეუძლია ისეთი აქტივობების  დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს  მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით  შეცვლას.  საწყის ეტაპზე სასურველია, მასწავლებელმა  მათ ისეთი დავალებები მისცეს,  რომლებსაც იოლად დაძლევენ  - ეს უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ  წარმატების განცდას.  გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შესრულებული  საქმიანობის ადეკვატურად შეფასება, მისი  პოზიტიური მხარის აღიარება და  საჭიროების შემთხვევაში  -  კონსტრუქციული შენიშვნების მიცემა.  სასწავლო პროცესი, რომელიც დაფუძნებულია  ეფექტურ უკუკავშირზე, მოსწავლეს აგრძნობინებს  საკუთარ პროგრესს და წარმატებას,  თანდათანობითი სტიმულირება კი ხელს  შეუწყობს მას, ობიექტურად შეაფასოს  საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს  თვითრწმენა.
3.     მოთხოვნილებები
 მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა  ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული იყოს.  ამის შესახებ ყველაზე ცნობილ  კლასიფიკაციას ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ  მასლოუ გვთავაზობს. ის ადამიანის მოთხოვნილებათა ხუთ  კატეგორიას გამოყოფს: 1.  ბიოლოგიური (კვების, წყურვილის დაკმაყოფილების,  ძილის…) მოთხოვნილებები; 2.   უსაფრთხოების (სტაბილურობის, დაცულობის განცდის…)  მოთხოვნილება; 3.  კუთვნილებისა და სიყვარულის (ოჯახის,  გუნდის, ურთიერთობების, ემპათიის…) მოთხოვნილება; 4.  საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა  და აღიარების (ამა თუ  იმ სტატუსის ქონის, წარმატების,  რეპუტაციის მოპოვების…) მოთხოვნილება; 5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.         მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე  ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის  უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა  და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს,  იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე  და რა მოტივები უდევს  საფუძვლად სწავლას.  შედეგად მან უნდა შეიმუშაოს  ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს  სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ  ჩართვასა და მათი მოტივაციის  ამაღლებას.
„მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და  თითოეული მათგანი გადამწყვეტ  როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის  ამაღლებასა და მათ წარმატებაში.  თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ  მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას,  ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების  გააზრება და სასწავლო პროგრამების  შედგენისას, ასევე _ უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება.  ეს საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეთა  ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნათ  ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო  პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური  და ხალისიანი ჩართვა. “
                                                                           7

ამ საკითხის თეორიული მასალის შესწავლის შემდეგ მე გადავწყვიტე შემესწავლა მე-6 კლასის მოსწავლეები, ისინი გახდნენ ჩემი კვლევის სამიზნე ჯგუფი.
ჩემი კვლევის მიზანი მდგომარეობს სწორედ  იმ გზების  და ხერხების მოძიებაში , რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეებში მოტივაციის ჩამოყალიბებასა და ამაღლებაში.
ამისათვის ჩემი კვლევა წავრმართე შემდეგი საფეხურების გავლით:
1.      მოსწავლეთა მოტივაციის შესწავლა
2.      მოტივაციის ამაღლების  სტრატეგიების ძიება
3.      მოსწავლეთა მოტივაციის  სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება
4.      მიღებული შედეგების ანალიზი
და ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვები. კვლევის მთავარი კითხვა კი - იყო: რა არის დაწყებით საფეხურზე, კერძოდ კი - მე-6 კლასში, ინგლისური ენის სწავლისადმი დაბალი მოტივაციის  გამომწვევი მიზეზები?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩამოვაყალიბე შემდეგი ქვეკითხვები:
·         რამდენად მიმზიდველია მოსწავლეთათვის  ჩემ მიერ შეთავაზებული აქტივობები გაკვეთილზე?
·         რამდენად პასუხობენ აქტივობები მოსწავლეების მოთხოვნილებებს?
·         რამდენად საინტერესო კონტექსტის  მასალა გამოიყენება გაკვეთილზე?
·         პედაგოგის მიერ მიცემული დავალებები უწყობს თუ  არა ხელს   მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით  შეცვლას?
·         რას ფიქრობენ მოსწავლეების მშობლები მათი შვილების მოტივაციის შესახებ?
მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
საკვლევ კითხვებზე  პასუხის გასაცემად გამოვიყენე კვლევის შემდეგი მეთოდები:
·         მე-6 კლასში ჩატარდა ფოკუსირებული დაკვირვება, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა თუ რამდენად მიმზიდველია მოსწავლეთათვის  ჩემ მიერ შეთავაზებული აქტივობები გაკვეთილზე
·         ჩატარდა მშობლებთან ფოკუსჯგუფი , რომლის მიზანიც იყო მოსწავლეების მოტივაციის შესახებ მათი  დაკვირვების დადგენა
·         ჩატარდა დახურული ანონიმური ანკეტირება მოსწავლეებს შორის   მათი მოთხოვნილებების  დასადგენად
·         მოხდა  სასწავლო სხვადასხვა აქტივობების დროს დაკვირვება მოსწავლეებში თვითრწმენის ხარისხის დასადგენად მონაცემთა შეგროვების თვისებრივი (ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და
შერჩევითი დაკვირვება) და რაოდენობრივი მეთოდების ( დახურული და ღია ანკეტირება) გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების მოტივაცია ერთი მხრივ, მაღალია, თუმცა დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მათი ჩართულობა და აქტიურობა ნაკლებია,  ვინაიდან მათთან ნაკლებად ვიყენებ სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიურ  სტრატეგიებს.


8
მათ სურთ გაკვეეთილზე უფრო ხშირად იყოს გამოყენებული ჯგუფური სამუშაოს ფორმები, განახორციელონ პროექტები, ჩატარდეს ეგრეთ წოდებული “ღია გაკვეთილები“ და უფრო მეტად ისაუბრონ ინგლისურად.
აღმოჩნდა , რომ  ამ ეტაპზე მოსწავლეებს სურთ მეტი დამოუკიდებლობა, ფანტაზია და კრეატიულობა  გამოავლინონ გაკვეთილზე, მათ ამისათვის აქვთ როგორც გარეგანი , ისევე შინაგანი მოტივაცია. მათ გამოხატეს სურვილი გამოიყენონ სწავლების ახალი და ინოვაციური სწავლების მეთოდები, სასურველია მათთვის ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებების ფართო გამოყენება გაკვეთილზე და გამოხატეს   გაკვეთილზე გააქტიურების მზაობა.
რაც შეეხება მშობლების ინფორმირებას   შვილების მოტივაციის შესახებ, დადგინდა , რომ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების მშობლები უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ მათი შვილების სკოლის და , კერძოდ ინგლისური ენის სწავლისადმი ინტერესის შესახებ  ვიდრე დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეების მშობლები. შესაბამისად, მშობლები, ვინც ინფორმირებული არიან შვილების სასკოლო ცხოვრების შესახებ  , ცდილობენ უფრო მეტად შეუწყონ ხელი  შვილებს საერთო სასკოლო აქტივობებში , დავალებების მომზადებაში, სასწავლო  ნივთების შეძენაში, წიგნებისა და სხვა  რესურსების   უზრუნველყოფაში.

ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა
ინტერვენციის ეტაპზე  თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიებზე დაყრდნობით შევიმუშავე ის მეთოდები რომლებიც დამეხმარება მოსწავლეთა ინგლისური ენის გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდაში, მათი სწავლისადმი შინაგანი მოტივაციის განვითარებაში . სწავლების თანამშრომლობით სტრატეგიები მოიცავს მეტ ჯგუფურ, წყვილებში მუშაობას, დიფერენცირებულ ჯგუფებში სწავლებას, ასევე მრავალფეროვან აქტივობებს, ისტ-ის გამოყენებას და სიმულაციურ თამაშებს. რაც მთავარია, თითოეული ეს აქტივობა პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.
გაანალიზებულ შედეგებზე დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:
·          მოსწავლეების მიერ  ანკეტებში გამოხატული აზრების  მიხედვით განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, დაიგეგმა ჯგუფური, წყვილებში მუშაობა  ექვსი თვის განმავლობაში
·         ჯგუფები ჩამოვაყალიბეთ როგორც დაახლოებით თანაბარი  ასევე დიფერენცირებული სიძლიერის, ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთის დახმარება, თანამშრომლობა, საკუთარი ფანტაზიის, ნიჭის  გამოყენება)
·         დიფერენცირებულ ჯგუფებში მუშაობის დროს მოსწავლეები მუშაობდნენ იმ საკითხებზე რომელიც  მათი ცოდნის შესაბამისი იყო  და ასე მოსწავლეებს გაუძლიერდათთვითრწმენა მათ შესაძლებლობებში
·         უკვე შესწავლილი მასალის საფუძველზე მოსწავლეები ასრულებდნენ შემაჯამებელ სამუშაოებს ტესტების, პოსტერების გაფორმების და სხვა სახალისო აქტივობებით, რამაც შემაჯამებელ სამუშაოს მოუხსნა სტრესული ფონი

9
·          ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან  სასწავლო წლის დამამთავრებელ ეტაპზე კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების  შეფასების მიზნით;
ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი

მოსწავლეთა ანონიმური ღია და დახურული ანკეტირების შედეგები
ჩატარდა  დახურული ტიპის ანონიმური  ანკეტირება. (ანკეტის შაბლონი მითითებულია დანართში)
გამოიკითხა 19 მოსწავლე, მათ შორისაა 12 ბიჭი და  7 გოგონა.
 რატომ გავამახვილე ყურადღება სქესის მხარეს:  არსებობს აზრი, რომ გოგონები უფრო ბეჯითი და მოტივირებული მოსწავლეები არიან, ისინი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას. ბიჭები კი უფრო გონიერი და ლოგიკურები არიან ვიდრე გოგონები, თუმცა , კვლევამ არ აჩვენა,  ამ მხრივ რაიმე განსხვავებული მონაცემები ბიჭებსა და გოგონებს შორის. ანუ, ეს პრობლემა ყველა მოსწავლისათვის აქტუალურია, მიუხედავად სქესისა.

უყვარს ინგლ. ენის გაკვეთილი
ინგლ. ენის გაკვეთილს რთულად მიიჩნევს
ინგლ. ენის გაკვეთილს საინტერესოდ მიიჩნევს
მოსწონს სახელმძღვანელო
უყვარს ჯგუფურად მუშაობა
იღლება ინგლ. ენის გაკვეთილზე
დიახ
11
11
15
13
19
4
არა
4
6
2
2
 -
10
არ ვიცი
5
2
2
4
 -
5


გარდა დახურული ანკეტირებისა , ჩავატარე ინტერვიუ იმის შესახებ თუ რა უნდა შეიცვალოს გაკვეთილზე რათა ის  უფრო საინტერესო გახდეს. არაფორმალურ ატმოსფეროში, მოსწავლეებმა გამიზიარეს საკუთარი აზრი: მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ მოსწავლეებს ეზარებათ სწავლა , აღმოჩნდა , რომ კონკრეტული კლასის მოსწავლეებს იზიდავს ეგრეთწოდებული „ღია“ გაკვეთილები, რადგანაც  ისინი ყოველთვის საინტერესოა, მათ გამოხატეს სურვილი ხშირად იმუშაონ პროექტებზე, გამოიყენონ გაკვეთილზე  ისტ-ის ტექნოლოგიები. რაც შეეხება შეფასებას გაკვეთილზე, მოსწავლეების ნაწილი დაინტერესებულია მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასებით, თუმცა უმეტესობამ გამოხატა აზრი, რომ უფრო სასარგებლოა განმსაზღვრელთან ერთად განმავითარებელი შეფასებაც და ჯილდოზე მეტად მათ აინტერესებთ ეფექტური უკუკავშირის გამომხატველი კომენტარები და რჩევები. ამის შემდეგ ჩავატარე  გამოკთხვა ღია კითხვების მეშვეობით (იხ. დანართი) პროცენტულად მოსწავლეების პრიორიტეტები განაწილდა შემდეგნაირად:

10

მშობლების ანონიმური დახურული ანკეტირების შედეგბი

ადევნებთ თვალს შვილების პროგრესს ინგლ. ენაში?
თქვენ შვილს უყვარს საგანი?
ანდომებს თუ არა დიდ დროს საშინაო დავალების შესრულებას?
უბიძგებთ თქვენ შვილს ისაუბროს ინგლისურად?
ეხმარებით  თუ არა საშინაო დავალების შესრულებაში ?
პოზიტიური განწყობით ემზადება თქვენი შვილი გაკვეთილისთვის?
ინტერესდება თუ არა ბავშვი ინგლისურენოვანი მუსიკით/ფილმებით?
მზად ხართ ითანამშრომლოთ ინგლ.ენის პედაგოგთან?
დიახ
75%
67%
50%
42%
25%
67%
75%
100%
არა
  -
16%
42%
17%
17%
33%
25%
 -
არ ვიცი/ხანდახან
25%
16%
8%
42%
58%
 -
 -
 -


მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზმა ცხადჰყო, რომ  მოსწავლეებს  ინგლისური ენის  გაკვეთილი აინტერესებთ, მათ მოსწონთ სახელმძღვანელო, უყვართ ჯგუფური მუშაობა, , თუმცა ისინი იღლებიან გაკვეთილზე. პასუხის მესამე ვარიანტი „არ ვიცი“  მოსწავლეებმა აირჩიეს მათი ახსნით, როცა მერყეობდნენ პასუხის გაცემისას „კი“-სა და „არა“-ს შორის. ამ ეტაპზე უკვე გამოჩნდა დაბალი მოტივაციის ერთერთი მიზეზიც : ყველა მოსწავლე  ყველაზე სასურველსამუშაო ფორმად აცხადებს  ჯგუფურ სამუშაოს და  რეალურად კი, ასეთი სამუსაო არც თუ ისე ხშირად გამოიყენება ჩვენ გაკვეთილებზე, მეორე მიზეზია- მალე იღლებიან გაკვეთილზე. აქედან მივიღე დასკვნა- გავხადო გაკვეთილი უფრო სახალისო, აღმოვფხრა მონოტონურობა და ამაში დამეხმარება  ჯგუფური სამუშაოს სხვადასხვა ტიპის მეთოდები, დიდაქტიკური მასალები, სიმღერები, ანიმაციები, პროექტების შესრულება და სხვ.  - ყველაფერი, რაც მათთვის  არის მიმზიდველი და აძლევს დამოუკიდებობასა და საშუალებას გამოამჟღავნონ კრეატიულობა და მათი შესაძლებლობები.
მშობლების ანკეტირებას თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ მათ შვილებს ინგლისური ენის გაკვეთილი მოსწონთ და ისინი  დადებითად არიან განწყობილი მის მიმართ, მშობლები გამოხატავენ მზადყოფნას ითანამშრომლონ პედაგოგთან რათა  უკეთ იყვნენ ინფორმირებული მათი შვილების წარმატებებსა თუ პრობლემებში და დაეხმარონ მათ სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებაში. მითუმეტეს, რომ მოსწავლეებს შინაგანად აქვთ საგნისადმი ინტერესი,

11
რაც გამოიხატება მათი სურვილით მოუსმინონ ინგლისურენოვან მუსიკას
და  უყურონ  ფილმებს ან ანიმაციებს უცხოურ ენაზე.  (ანკეტის შაბლონი იხილეთ დანართში)
მშობლებთან გასაუბრებამ  გამოავლინა, რომ მათი შვილების სწავლისადმი დაბალი მოტივაციის ერთერთი მიზეზი არის ის, რომ  ენის შესწავლის საფეხურზე  მათ რაღაც
დარჩათ  გაუგებარი და ეს დღემდე იწვევს  პრობლემებს და ეს არის მათი ნეგატიური დამოკიდებულების კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზი.

ინტერვენციების შედეგების ანალიზი
ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები  გამოიღო მთელი კლასისთვის.  დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც  წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები, ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურად და წყვილებში,   აქტიურად იყვნენ ჩართულნი  ჯგუფური  მუშაობის პროცესში,    ბავშვები ავლენდნენ თანამშრომლობის უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს.  მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებმა „უფროსობა“ აიღეს  შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეეზე და ეხმარებოდნენ მათ დავალებების შესრულებაში და აწვდიდნენ პედაგოგს   უკუკავშირს. მოსწავლეები დაინტერესდნენ სხვადასხვა ინოვაციური მეთოდებით ( „ჯიგსო“ -ს , შებრუნებული საკლასო ოთახის, ინტეგრირებული გაკვეთილი და სხვა  მეთოდები ), მათ მიეცათ სტიმული რომ ესწავლათ უკეთ და მათ დაინახეს რამდენად საჭიროა ინგლისური ენის სწავლა, გაამახვილეს ყურადღება ამ საერთაშორისო ენის მნიშვნელობაზე; გარდა ამისა, მათი ცოდნის შესაბამისი მასალის  გამოყენებამ მათ საკუთარ ძალებში რწმენა გაუღვივა და ასე მოეხსნათ სტრესი და შიში , უარყოფითი შეფასებისა და წარუმატებლობის წინაშე. რაც ყველაზე მთავარია , მოსწავლეები  უაღრესად მოტივირებულები იყვნენ და ეს მოტივაცია იყო შინაგანი და არ იყო მხოლოდ ჯილდოზე ორიენტირებული. მივიჩნევ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა გარეგანი მოტივაციის მნიშვნელობა ისევ მაღალია. მის ასამაღლებლად შევიმუშავე  განმავითარებელი შეფასების ფორმები, რომელიც უფრო ეფექტურს გახდიდა სასწავლო პროცესს, იგი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ შექებითა და /ან დატუქსვით, არამედ  შეიცავდა პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც გეზს აძლევდნენ მოსწავლეს შემდგომი განვითარებისთვის. კლასში და  ზოგადად სკოლაში კვლევის შედეგების საფუძველზე ცვლილებების დანერგვამ საბოლოოდ დადებითი დინამიკა აჩვენა,რადგანაც მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე თავი  უფრო კომფორტუად და უსაფრთხოდ  იგრძნეს, მათ  დაუბრუნდათ საკუთარი თავის და საკუთარი ძალების  რწმენა, ამან კი გაზარდა მოტივაცია.
სემესტრის განმავლობაში ჩავატარე ოთხი შემაჯამებელი სამუშაო შედეგების შესადარებლად.



12

გამოვლინდა,  რომ თანდათან ნიშნები უფრო მაღალი ხდება ,
კვლევისა და მისი შედეგების პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ შეინიშნება შემდეგი  დინამიკა :
                                                                                                                              

პრაქტიკული კვლევის არსი და მისი სკოლაში  დანერგვა
 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა  მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის  უნარის ფლობა მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით  სამუშაოებს, ახორციელებს მათ და  იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში   მასწავლებელი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე გადაამუშავებს სასწავლო პროგრამას  კონკრეტული კლასის/საფეხურის და მოსწავლეების  ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით   ეხმარება კოლეგებს პროფესიული საჭიროებების  დადგენაშისკოლაში ქმნის თვითაქტუალიზაციის  ხელშემწყობ გარემოს,  შემოქმედებითად წარმართავს სასწავლო პროცესს,  იკვლევსსასწავლო პროცესის  ეფექტიანობასშეფასების შედეგებს და  ამ მონაცემების საფუძველზე  შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლება-სწავლის ხარისხის  გასაუმჯობესებლად. შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა  ამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის  გასაუმჯობესებლად. („ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების  შესახებ'', მუხლი 134 ).
სწორედ ამიტომმასწავლებლის საქმიანობის  დაწყების პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის სქემისმიხედვით,
13
  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად  ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ  პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების  ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული  კვლევის განხორციელება.
კვლევა არის ახალი ცოდნის  ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება  და გაფორმება კვლევის ანგარიშის,  სტატიის, პროექტის და სხვა სახით. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს.  ეს არის პროფესიული სიტუაციების  სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი  პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა  და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების  მიზნით.
სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის  პროცესში მკვლევარი შეიძლება იყოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრი –  დირექტორი, მასწავლებელი, კათედრის ხელმძღვანელი,  მოსწავლე და სხვა.  მათ ყველაზე უკეთ იციან  თავისი სამუშაოს ძლიერი და  სუსტი მხარეები, იციან საქმიანობის  რა ნაწილშია პრობლემა და ცდილობენ მის გადაჭრას.
 აქედან გამომდინარე, პრაქტიკული კვლევა  არის საუკეთესო ალტერნატივა იმის  წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო  გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება  მისი გაუმჯობესების შესახებ.  იგი მიმართულია სკოლაში არსებული  რეალური პრობლემების კვლევაზე და  იძლევა არა მხოლოდ ახალი  ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას  საკვლევი პრობლემა და დაინახოს   შედეგი. ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობა დააკვირდნენ მოსწავლეთა საწავლა-სწავლების პროცესს.
კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები
კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ შეიძლება  თქვას, რომ  ინგლისური ენის სწავლისადმი მოტივაციის გაზრდისთვის  სასურველია დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოები საფეხურობრივად გადადიოდეს თემაზე და იყოს მარტივი მოსწავლეთათვის,  განსაკუთრებით  პირველი კლასის სახელმძღვანელო, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მათ ცოდნას და პირველად გააღვივოს საგნისადმი ინტერესი. მოსწავლეებმა  სახელმძრვანელოები დადებითად შეაფასეს, თემატიკა კარგად შერჩეულია  მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით და მეთოდურად  თანმიმდევრულად აწყობილი. რაც შეეხება  ლექსიკას, იგი  უნდა იყოს უფრო ფართოდ გავრცელებული და მრავალფეროვანი რომ  მოსწავლეებმა შეძლონ მისი პრაქტიკაში გამოყენება. სახელმძღვანელოში უნდა იყოს უფრო მეტი სასაუბრო აქტივობა, რომლის  ტრანსფერიც მოსწავლეებმა შეძლონ ნებისმიერ ავთენტურ სიტუაციაში , შეძლონ საჭიროებისამებრ გამოიყენონ საუბარში ნასწავლი.
                                                              
                                                            14
სასურველია მეტი ისტ-ით გამდიდრებული  გაკვეთილების ჩატარება,  არსებულ პირობებში, როგორშიც გვიწევს მუშაობა მასწავლებელი ვერ ასწრებს სათანადოდ მოამზადოს დამატებითი მასალა ყოველი გაკვეთილისთვის. სასურველი იქნებოდა ყველა კლასში განთავსებული  ტექნიკური საშუალებები, თვალსაჩინოება, რესურსები, მოსწავლეთა ნაშრომების გამოფენა . ეს არის ერთ- ერთი საშუალება, რომ მოსწავლე განეწყოს ინგლისური ენის შესასწავლად, ჰქონდეს დამხმარე  ვიზუალური და სხვა სააშუალებები, და ამგვარად ამაღლდეს მოსწავლეთა მოტივაცია საგნისადმი.   მასწავლებელს თვითონ უწევს კომპიუტერის კლასში მოტანა და პროექტორის გაკვეთილამდე გამართვა რათა ჩაატაროს ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილი,  რაც საკმაოდ დიდ დროს გვართმევს,  ამიტომ ამის გაკეთება ხშირად ვერ ხერხდება დროის ეკონომიის გამო და იმის გამოც,რომ   პროექტორი  ხშირად სხვა მასწავლებლებს აქვთ დაკავებული.
რაც შეეხება მასწავლებლის როლს მოტივაციის ამაღლებაში:
1.      მასწავლებლებმა იზრუნონ მოსწავლეებს შეურჩონ  ახალი ტიპის, თანამედროვე დავალებები , ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენებით, რომლებსაც ბავშვები ხალისით შეასრულებენ და რომლის გადამოწმებას მასწავლებელი იოლად შეძლებს.
2.      მეტყველების დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს მოსწავლეთა პოტენციალი  რათა მიაღწიოს უკეთეს შედეგს. ყოველი ახალი დავალება უნდა ზრდიდეს მოსწავლის თავდაჯერებულობას, მოტივაციას , ინტერესს, თვითრეალიზაციის მოთხოვნილებას.  სამეტყველო დავალებების შესრულება უნდა დაეხმაროს მოსწავლეს ინგლისურად საუბარი იქცეს საჭიროებად და გადაიზარდოს  ჩვევაში.
3.      მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს  თანამშრომლობის გაღრმავებას  კოლეგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან, გაუზიაროს მათ როგორც პრობლემები, ასევე მიგნებები  და აღმოჩენები. უფრო აქტიურად ჩართონ მშობლები სწავლა-სწავლების პროცესში, მოუწოდონ მათ მოუსმინონ სახლში შვილებს , მათ მიერ გაკეთებულ პრეზენტაციებს, წააკითხონ ტექსტები, თქვან ლექსები და ა. შ.  (მიუხედავად იმისა , ფლობენ თუ არა ისინი ინგლისურ ენას), წაახალისონ შვილები გამოიყენონ ინგლისური ენა მეგობართან ან ნათესავთან საუბრისას, იქონიონ მიწერ- მოწერა თანატოლებთან უცხოეთში, ხელი შეუწყონ მათ ოლიმპიადებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, რაც აგრეთვე გაზრდის მოტივაციის ამაღლების ხარისხს.
4.      მასწავლებლებმა ჩამოაყალიბონ ინგლისური ენის კლუბი, ჩაატარონ  კლასგარეშე ღონისძიებები ინგლისურ ენაზე, რაც დამატებით ცოდნას შესძენს მოსწავლეებს, გააცნობს ბევრ საინტერესო ინფორმაციას და მისცემს ბავშვებს  დამატებით საშუალებას შემოქმედებითად მიუდგნენ ინგლისური ენის შესწავლას .
5.      მასწავლებელმა  ხშირად ჩაატაროს ამგვარი კვლევები  რათა დროულად აღმოაჩინოს არსებული პრობლემები და აღმოფხვრას ისინი, რადგან ეს შეუწყობს ხელს მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში და გამოთქმაში.

15
  ასევე საკუთარი ძალების სწორ შეფასებაში და  პრობლემის იდენტიფიკაციაში.
                                                                              
6.      და  კიდევ ერთი, მთავარი  საშუალება, რაც დაგვეხმარება მოსწავლეებში  მოტივაციის გაზრდაში - კეთილგანწყობილი მასწავლებელი, რომელიც მუდამ მზად არის  დაეხმაროს, აუხსნას, დააიმედოს მოსწავლე. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის მარტო არ არის და პედაგოგიც დაინტერესებულია მის ცოდნაში, წინსვლაში და წარმატებაში.
დასკვნა
კვლევაში  გამოყენებული  მეთოდიკა მიმართული  იყო მოსწავლეებში  ინგლისური ენის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებისაკენ  და ითვალისწინებდა მოსწავლეების უფრო მაღალი ხარისხით ჩართვას სასწავლო პროცესში. ამ მხრივ კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა. განხორციელებული ქმედებებით შევძელი მოსწავლეების ინტერესის   საგნისადმი გამოწვევა, ისინი უფრო გააქტიურდნენ გაკვეთილზე , თვითონაც მთავაზობდნენ   მათთვის საინტერესო დავალებების შესრულებას, გახდნენ  უფრო კრეატიულები, გაიზარდა მათი პასუხისმგებლობის გრძნობა საშინაო დავალებების შესრულების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას თან სდევდა მათი თანამშრომობითი უნარის გაზრდაც. ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი შედეგი მივიღე ის,  რომ  მოსწავლეების მოტივაცია  ახლა უკვე არამხოლოდ გარეგან მოტივაციაზე , არამედ შინაგან მოტივაციზე არის დამყარებული და მათი ჩართულობა და  აქტიურობა გაკვეთილზე  იქცა საკუთარ მოთხოვნად. მეტიც, ეს  შეგრძნება მათ სხვა საგნებზეც „გადაედოთ“. რა თქმა უნდა , ეს არის მხოლოდ დასაწყისი ამ დიდი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ეს პირველ ნაბიჯებს  უკვე მოაქვთ ნაყოფიც- დაფიქსირდა მოსწავლეების  განმსაზღვრელი შეფასების  ზრდა , მშობლების მხრიდანაც მოჰყვა დადებითი შეფასებები და მოსწავლეები გაკვეთილზე გამოხატავენ მზაობას განავითარონ მათი  ენობრივი უნარები.
შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარა და კვლავაც დამეხმარება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამოყენებაში და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში.
ჩემი  პრაქტიკული კვლევა და მისი შედეგები გავუზიარე  კოლეგებს , რაც ჩემი აზრით,  დაეხმარება მათ  მსგავსი კვლევების წარმოებაში და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო მიდგომები და  სტრატეგიები.






                                                                  16

                                                      ბიბლიოგრაფია


1.       როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები,   სოფიკო ლობჟანიძე,   3 მაისი, 2012, mastsavlebeli.ge/?p=281
2.      ეფექტიანი სწავლება .თეორია და პრაქტიკა, გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის დეპარტამენტი, რედ., ი. კუტალაძე, 2010
3.      . https://www.linguacore.com Why Learning a Foreign Language in School Doesn’t Work (and How to Make it Work) , Luca Lampariello August,10,2017
4.      Celce-Murcia. M. (2001). Teaching English as a Second or Foreign Language(3rd ed). USA: Heinle&Heinle.
5.      ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
6.       მასწავლებლის რჩევები: როგორ ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია?
7.       რა  ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის  მოტივაციის ამაღლებას ,  თეო ჭყოიძე,29 ოქტომბერი, 2013mastsavlebeli.ge
8.        საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2008 წლის 21  ნოემბრის  N1014  ბრძანება „მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის დამტკიცების  შესახებ”.

















17
დანართი
     I.        ანკეტა მე-6 კლასელ მოსწავლეთათვის
მოგესალმებით!  ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეებში ინგლისური ენის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების თაობაზე. თქვენი მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია . გთხოვთ გვიპასუხოთ კითხვებზე გულწრფელად. გამოკითხვა ანონიმურია.
1.    შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო:
   მდედრობითი
   მამრობითი
2.    ინგლისური ენის გაკვეთილი
   მიყვარს
   არ მიყვარს
   არ ვიცი
3.    ინგლისური ენის გაკვეთილი
   რთულია
   ადვილია
   არ ვიცი
4.    ინგლისური ენის გაკვეთილი
   საინტერესოა
   არ არის საინტერესო
   არ ვიცი
5.      ინგლისური ენის სახელმძღვანელო  მოგწონს?
   დიახ
   არა
   არ ვიცი
6.      კლასის ორგანიზების რომელი ფორმა მოგწონს?
   ჩვეულებრივი
   ჯგუფური
   არ ვიცი
7.      იღლები  თუ არა ინგლისური ენის გაკვეთილზე?
   დიახ
   არა
   არ ვიცი
8.    რა მოგწონს  ინგლისური ენის გაკვეთილზე?
   წერა/კითხვა
   ჯგუფური სამუშაო
   ისტ-ის გამოყენება



18

9.    რა არ მოგწონს  ინგლისური ენის გაკვეთილზე?
   წერა/კითხვა
   გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება
   საშინაო დავალებები
10.    როგორი შეფასება უფრო მოგწონს?
   ნიშანი
   კომენტარი
   ორივე


ანკეტა მშობლებისათვის
მოგესალმებით!  ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეებში ინგლისური ენის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების თაობაზე. თქვენი მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია . გთხოვთ გვიპასუხოთ კითხვებზე გულწრფელად. გამოკითხვა ანონიმურია.
1.    ადევნებთ თუ არა თვალს თქვენი შვილების პროგრესს ინგლისურ ენაში?
   დიახ
   არა
   ხანდახან
2.    თქვენი აზრით , თქვენ შვილს უყვარს ეს საგანი?
   დიახ
   არა
   არ ვიცი
3.    თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას დიდ დროს ანდომებს?
   დიახ
   არა
   არ ვიცი
4.    უბიძგებთ თუ არა თქვენმა შვილმა ისაუბროს ინგლისურად?
   დიახ
   არა
   ხანდახან
5.    ეხმარებით თუ არა თქვენ შვილს საშინაო დავალების  მომზადებაში?
   დიახ
   არა
   ხანდახან
6.    როგორი განწყობით ემზადება ინგლისური ენის გაკვეთილისათვის თქვენი შვილი?
   პოზიტიური
   ნეგატიური
   არ ემზადება

19
7.    თავისუფალ დროს ინტერესდება თუ არა თქვენი შვილი ინგლისურენოვანი მუსიკითა ან ანიმაციებით?
   დიახ
   არა
   თავისუფალი დრო არ რჩება
8.    მზად ხართ ითანამშრომლოთ ინგლისური ენის პედაგოგთან საგნის მიმართ მოტივაციის ამაღლების მიზნით?
   დიახ
   არა
   არ ვიცი


კითხვარი მასწავლებლებელთათვის

1.   მიიჩნევთ თუ არა  სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას პრობლემად ?
..........................................................................................................
2.   მზად ხართ თანამშრომლობისათვის და კვლევაში მონაწილეობისათვის?
...........................................................................................................
3.   გააზიარეთ თქვენეული ერთი მეთოდი, თუ როგორ ავამაღლოთ მოტივაცია.
.................................................................................................................
..................................................................................................................
...................................................................................................................
...................................................................................................................
...................................................................................................................














20



















No comments:

Post a Comment